ჩარლი სან-კლაუდი წყნარ ქალაქში ცხოვრობს. იგი დაკავებულია სპორტით და პრესტიჟულ უნივერსიტეტში სასწავლებლად ემზადება. თუმცა ხდება ტრაგედია - ავარიაში იღუპება მისი უმცროსი ძმა სემი და ჩარლის ცხოვრება მკვეთრად იცვლება. ის მომხდარში თავის თავს ადანაშაულებს. წარსული მოსვენებას არ აძლევს...
მეამბოხე ჯეიკ ტაილერს ახალ სკოლაში არალეგალურ ქუჩის ბრძოლებში ჩაითრევენ. მას შემდეგ რაც მას მეგობრების და ოჯახის მისამართით მუქარას შემოუთვლიან, ჯეიკი გადაწყვეტს, ჩხუბი ვეტერან მებრძოლთან ისწავლოს, რომელიც მას ავარჯიშებს საფინალო, სასტიკი, დაუნდობელი ბრძოლისთვის წესების გარეშე თავის მოსისხლე მტერთან და ადგილობრივი საომარი ხელოვნების ჩემპიონთან, რაიან მაკკართისთან...
1920-იანი წლები, კოპენჰაგენი. ილუსტრატორი და მხატვარი გერდა ვეგენერი სთხოვს მეუღლეს ეინერ ვეგენერს ნატურის ადგილის დაიკავოს და ქალის ფორმაში გამოეწყოს. პორტეტი პოპულარობას იხვეჭს და ქალი აგრძელებს მეუღლის ამ ფორმით გამოსახვას. მალე ეინერი ხვდება რომ მოსწონს საკუთარი თავი როგორც ქალი და ის ხდება პირველი ადამიანი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა სქესის შესაცვლელად...
ვიქტორი დამწყები მწერალია, სარა კი მაგისტრი კლასიკური ლიტერატურის დარგში. მათი საერთო გატაცება ჯოისი და დოსტოევსკია. ისინი უდარდელად ცხოვრობდნენ, მაგრამ მატი შემთხვევითი შეხვედრა ბარში 45 წლიან გაგრძელებას ჰპოვებს. ერთი ოჯახის დიდი სიყვარულის ისტორია, პარიზის მზიანი ბურვალის ფონზე...
ფილმს საფუძვლად უდევს სამხედრო მეგან ლივისა და მისი ძაღლის მეგობრობა. ისინი ერთად მსახურობდნენ ერაყში 2004 წლიდან 2006 წლამდე, სადაც პოულობდნენ და აუვნებელყოფდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. მათ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს...
ფილმი მოგვითხრობს მწერალ ნიუტ სკამანდერის თავგადასავალზე ნიუ იორკის გრძნეულთა საზოგადოებაში 70 წლით ადრე, სანამ ჰარი პოტერი მის წიგნს წაიკითხავდა სკოლაში...
სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან, მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს...
აგენტები ჯეი და ქეი ამჯერად წარსულში. ჯეი თავის წარსულზე გაურკვეველ ამბებს შეიტყობს. ქეის სიცოცხლე და პლანეტის ბედი კი ბეწვზე ჰკიდია, რისთვისაც ჯეიმ წარსულში უნდა იმოგზაუროს, რომ ყველაფერი გამოასწოროს. ამ პროცესში ჯეი ასევე იმ საიდუმლოსაც აღმოაჩენს, რომელსაც ქეი უმალავდა...
55 წლის უიმბლდონის ჩემპიონის ბობი რიქსისა და 29 წლის ტენისის მოთამაშე ქალის ბილი ჯინ კინგის დაპირისპირების ისტორია. ლეგენდარულმა მატჩმა , რომელიც 1973 წელს ჩატარდა ტელეეკრანებთან 50 მილიონი მაყურებელი შეკრიბა და დაამტკიცა, რომ პროფესიონალი ქალი ტენისის მოთამაშეები უთანაბრდებიან მამაკაც მოთამაშეებს...
უცნობ ობოლ ბიჭს აღზრდის დიდგვაროვანი, კაი - ასე უძახიან ბიჭს, ძალიან მამაცია და ცდილობს თავისი აღმზრდელის ერთგული იყოს. მის ბატონს მაგიით მოაჯადოებენ და სიკვდილს მიუსჯიან, რის შემდეგაც მისი სამურაები რონინები ხდებიან, კაი მათ შეუერთდება რათა შური იძიოს და აკრძალული სიყვარული დაიცვას. ფილმი გადაღებულია ცნობილი ლეგენდის მიხედვით, რომელშიც მოთხრობილია 47 რონინის ისტორია...
ფილმის მოქმედება 1945-1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს...
მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში, "ნაძირლების" სახელით ცნობილი ებრაული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი იმისთვის შეიქმნა, რომ მესამე რაიხს შიშის ზარი დასცენ. ძალის საჩვენებლად, ისინი ნაცისტებს სკალპებს ხდიან და სასტიკად კლავენ. ლეიტენენტი ალდო რაინის მეთაურობით, ისინი პარიზის ერთერთი კინოთეატრის მფლობელ ფრანგ-ებრაელ მოზარდ გოგონას შეხვდებიან...
ბურგერების მოყვარული დაქირავებული მკვლელი, მისი ფილოსოფოსი პარტნიორი, განგსტერის ნარკოტიკით გაბრუებული მეწყვილე და არავისთვის საჭირო მოკრივე - ამ კომედიური ელფერის კრიმინალურ ფილმში მათი გზები იკვეთება. მათი თავგადასავალი სამ ისტორიად არის მოთხრობილი, რომლის გმირებიც დროში მოგზაურობენ...
სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში, დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი მის მეგობარ პაციენტებს, მთავარი მედდის - მილდრედ რეტჩიდის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აამხედრებს...
ფილმი სამ ნაწილად, რომელიც მოგვითხრობს აფროამერიკელი ჰირონის ისტორიას ბავშვობისას, მოზარდობისას და ზრდასრულ ასაკში. მის განცდებსა და კონფლიქტებზე თანატოლებთან და საკუთარ თავთან მისი ორიენტაციის გამო...
ფილმის მოქმედება ვითარდება ფილმის "ნემსზე" დამთავრებიდან ათი წლის შემდეგ. ისტორია მოგვითხრობს როგორ ცდილობენ მთავარი გმირები პორნობიზნესში თავის დამკვირებას...
რენტონი ოცნებებით ცხოვრობს და მისი ოცნება ჰეროინია. ფილმში ნაჩვენებია, როგორ იტანჯებიან რენტონი და მისი შეუჩერებელი მეგობრები აგონიისა და ექსტაზის მდგომარეობით. სასმელი, ჩხუბი, სექსი და შოტლანდიის ყველაზე საზიზღარი ტუალეტი...
მთავარი გმირები მონა და მისი საუკეთესო მეგობარი გლადიატორი არინ . მონა მილოს და ულამაზესი დიდგვაროვანის ქალიშვილის - ფლავიას ლამაზი და ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, ვეზუვის ამოფრქვევის ფონზე ვითარდება, ტრაგედიის რომელმაც სამუდამოდ წაშალა დედამიწის ზედაპირიდან რომაული ქალაქი პომპეი...
ჰონკონგის ბრძოლის შემდეგ ოპტიმუს პრაინს ახალი საფრთხე ელის, რომელსაც მარტო ვერ გაუმკალვდება. ამიტომ მას უწევს ახალი მოკავშირეების ძებნა, რათა გადაარჩინოს დედამიწა და სამყარო...
ყოფილი მანქანების გამტაცებელი რენდელ "მემფის" რეინესი, რომელიც ამ საქმიანობას შეეშვა, გაიგებს რომ საჭიროა დაბრუნდეს და ერთ ღამეში 50 მანქანა მოიპაროს, რადგან მისი ძმის, კიფის სიცოცხლე საფრთხეშია. დახმარებისთვის იგი მისი წრის ხალხს შეკრიბავს. უამრავი მანქანის გატაცების სცენა, გააფთრებული პოლიცია და დიდი მღელვარება, სანამ რენდელი აქეთ-იქით დაჰქრის კიფის სიცოცხლის შესანარჩუნებლად...
საუკუნეების მანძილზე ხალხს მაგია და ხელშეუხებელი კედლები იცავდა ნებისმიერი თავდასხმისაგან.თუმცა ათასწლეულების წინ დამარხული და დავიწყებული ბოროტება - იღვიძებს...
როდესაც ბერლინში დასასვენებლად წასული ფოტოჟურნალისტი კლერი ბერლინელ ქარიზმატულ ბიჭს - ენდის გაიცნობს, მათ შორის ურთიერთმიზიდულობა წარმოიქმნება. ქუჩებში სეირნობისა და ერთად გატარებული ღამის შემდეგ კლერი აღმოაჩენს, რომ ენდი სამსახურში წავიდა კარი კი ჩაკეტილი დატოვა. თითქოს ეს შემთხვევითობაა, მაგრამ სამწუხაროდ იგი მის გაშვებას არც აპირებს...
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის დედა, ავტოვარიის შედეგად კომაშია. ბიჭი ქუჩაში მამინაცვალს ახალგაზრდა გოგონასთან ერთად ხედავს და ეს მას ჭკუიდან შლის. იგი გადაწყვეტს დედამისის სახელით იძიოს შური და მკვლელობას გეგმავს...
ტონი ადვოკატისაგან წერილს იღებს, იდუმალი მემეკვიდრეობის შესახებ. გარემოებების შესწავლის შემდეგ, ტონი მიხვდება, რომ წარსული არც ისე ცოტა სიურპრიზს მალავს...
ფილიპი ძალიან მიჯაჭვულია მის მამობილ ემბროუზზე. იტალიაში მოგზაურობის დროს ემბროუზი დაქორწინდება და მალევე გარდაიცვლება. ფილიპი დარწმუნებულია, რომ მისი მამობილი რეიჩელმა მოკლა, ქონების მისათვისებლად. შურისძიების დაგეგმვისას ფილიპს რეიჩელი თავალ შეუყვარდება...
მეფე შტორმს სურს წაართვას პონებს მისი მაგიური შესაძლებლობები. ბოროტმოქმედის შესაჩერებლად პონები ტოვებენ მშობლიურ მხარეს და სამოგზაუროდ მიდიან. მათ საინტერესო თავგადასავალი ელით წინ...
ფილმი მოგვითხრობს სასოწარკვეთილ კონიზე, რომელიც ბანკის გაძარცვას გადაწყვეტს. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მას მეწყვილე სჭირდება, ამისათვის ერთადერთი კანდიდატი მისი ძმაა, რომელიც გონებრივად შეზღუდულია. ძარცვისას ძმა პოლიციის ხელში აღმოჩნდება. კონი გადაწყვეტს რადაც არ უნდა დაუჯდეს გამოიყვანოს ძმა ციხიდან...
ბერნი მედოფის ისტორია, რომელმაც უდიდესი ფინანსური პირამიდა ააშენა, რომელიც საინვესტიციო ფონდის სახელით შენიღბა. მას 150 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მისი ფინანსური მოღვაწეობა კი მთელი ოჯახისათვის კატასტროფად იქცა...
ჰარვარდის სწავლულმა და პროფესორმა უილიამ მარსტონმა მისი კვალი დატოვა ისტორიაში სიცრუის დეტექტორისა და ფემინიზმის თეორიით. კომიქსების შემქმნელმა მარკს ჰეინსმა მას შესთავაზა სუსტი სქესის სუპერგმირი გამოეგონა...
ფეშენებელური სახლის მენეჯერი თანამშრომლების ჯგუფს უოლსთრითელ გაიძვერასთან შესახვედრად მიუძღვება, რომელსაც მათი ვალი აქვს. გამოუცდელი თაღლითების გუნდმა უნდა შეძლოს და 20 მილიონი დოლარი იპოვოს, სანამ ქურდი მათი ვალით არ გაუჩინარებულა. როგორც მათ ჰგონიათ, ეს თანხა პენტჰაუსშია დამალული...
დედა გადადის თავის ქალიშვილებთან ერთად ქალაქგარეთ დიდ სახლში. უფროს ქალიშვილს აწუხებს ფილტვების ავადმყოფობა, და მისმა ექიმმა ურჩია ოჯახს რომ გადასულიყვნენ ქალაქგარეთ. უფროსი ქალიშვილი უცნაურ რაღაცას აღმოაჩენს, ჩაკეტილ ოთახში საძოვარში ცხოვრობს ველური ბიჭი. ოჯახი მიიღებს მას, მიიჩნევენ რომ ის უბრალოდ ობოლია და განვითარებულია ყოველგვარი ურთიერთობის გარეშე. ის დაინტერესდება უფროსი ქალიშვილით...
ტელმა უნივერსიტეტში აბარებს და პირველად გადადის მარტო საცხოვრებლად. იგი არ ეწევა და არ სვამს, მაგრამ ერთ ცდუნებას ვერ უძლებს: მას ძალიან მოსწონს მისი კურსელი ანია. გაღვიძებული გრძნობები და სურვილი მასში საშიშ შესაძლებლობებს აღვიძებს. როდესაც მისი კურსელი იკარგება გოგონა აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება მისი ბრალი იყოს...
ეს არის ორი ადამიანის ისტორია. მოწყენილი რვა წლის მერი დინკლსი ავსტრალიაში, მელბურნის გარეუბანში ცხოვრობს. მაქს ჰოროვიცი კი 44 წლის მარტოხელა ებრაელია და ხმაურიანი ნიუ-იორკის ქაოსში ცხოვრობს. მიუხედავად ასაკის სხვაობისა და სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრებისა, მერის და მაქსს უცნაური მეგობრობა აკავშირებთ...
ტრევის ბიკლი - დიდი ქალაქის დეგრადაციისა და ამორალურობის წინააღმდეგ ამბოხებული ვიეტნამის ომის ვეტერანი, რომელიც ღამის ცვლის ნიუ-იორკელ ტაქსისტს განასახიერებს...
თეოდორი მარტოხელა მწერალია. ის ყიდულობს ახალ ტექნოლოგიურ გამოგონებას, ოპერაციულ სისტემას, რომელიც მფლობელის ნებისმიერ სურვილს ასრულებს. თეოდორის გასაკვირად, მალე ოპერაციულ სისტემასა და მას შორის რომანი იწყება...
"ბრიჯიტ ჯონსის დღიური" - რომატიკული სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც ჰელენ ფილდინგის ბესტსელერის მიხედვითაა შექმნილი. ქაოტური ბრიჯიტი ადვოკატს - მარკ დარსის შეხვდება და სულ მალე ის ბრიჯიტის არასრულყოფილ სამყაროში შეაბიჯებს...
ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს...
სპეცაგენტი მუდამ წარსულსა და მომავალს შორის იმყოფება, რათა მარადიული კარიერა გაინაღდოს. თავის უკანასკნელ მისიაზე ის წარსულიდან თავის თავს დაიხმარს და დაიჭერს დამნაშავეს, რომელიც მუდამ ხელიდან უსხლტებოდა და ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო მასზე...
მას შემდეგ, რაც ეხმარებოდა მამას თავის მშობლიურ ქალაქ ნეპტუნის დანაშაულებების გახსნაში, ვერონიკა მარსმა იცოდა, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. ნიუ-იორკში წასვლით და კარგ კომპანიაში იურისტის წოდების მიღებით, იგი დარწმუნებული იყო, რომ დატოვა ჩაკეტილი წრე. იგი ცდებოდა. მისი ყოფილი მეგობარი ბიჭს ბრალი ედება მისი მეგობარი გოგონას - ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავის მკვლელობაში. გადაწყვიტა რა დაეხმაროს მას, ვერონიკა ბრუნდება მშობლიურ ქალაქში და იწყებს საკუთარ გამოძიებას...
1850 წელი, კალიფორნიის მოსახლეობა შეერთებულ შტატებში შესვლის საკითხს წყვეტს. "ლეგენდა ზოროზე" 1998 წელს გამოსული ფილმის, "ზოროს ნიღაბის" სიქველია.
ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. ვარშავის ზოოპარკის თანამშრომლები ნაცისტებისაგან მალავდნენ ასობით ებრაელს ზოოპარკის ცარიელ გალიებსა და საკუთარ სახლში.
როდესაც ჯონის მეგობარი გადაწყვეტს კონტროლქვეშ აიყვანოს მკვლელების გუნდი, ჯონს მოუწევს კვლავ გამოვიდეს ასპარეზზე. ჯონი მიემგზავრება რომში, სადაც მას შებრძოლება უწევს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მკვლელთან მსოფლიოში...
გამტაცებლებისგან იმპროვიზირებული ჯავშნის საშუალებით თავის დაღწევის შემდეგ, უმდიდრესი გამომგონებელი და იარაღის შემქმნელი, თავის გამოგონებას კრიმინალთან ბრძოლის სამსახურში იყენებს...