არც ისე შორეულ მომავალში, ცხოვრებისაგან დაღლილი ლოგანი იმალება და პროფესორ იქსს უვლის მექსიკის საზღვართან, მაგრამ ლოგანს მისი წარსულის დამალვა აღარ შეუძლია. იგი ახალგაზრდა მუტანტს გაიცნობს, რომელსაც ბნელი ძალები აედევნენ...
მაიკ ფელონი ცნობილია იმით რომ ყველა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს უბედურ შემთხვევად აქცევს. მაგრამ მისი დამოკიდებულება საქმისადმი იცვლება, როდესაც მისი ყოფილი შეყვარებული იღუპება...
მისი აღმზრდელის, ბამფი ჯონსონის სიკვდილის შემდეგ, ფრენკ ლუკასი ჰარლემში ჰეროინის პირველი შემომტანი ხდება. მას ნარკოტიკი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან შემოაქვს და შემოტანის თავისი უნიკალური ხერხი აქვს მოფიქრებული...
სამყაროში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ამერიკა გადამწვარ უდაბნოდ გადაიქცა. უსასრულო გზებზე, რომლებიც სავსეა წყალზე და საკვებზე მონადირე ბანდებით, მოგზაურობს ბრძენი ილაი. ერთხელაც ის ყოფილი კალიფორნიის მხარეში ხვდება, რომელსაც ტირანი კარნეგი განაგებს...
ახალი ინგლისი 1630 წელი. ვილიამი და კატერინა ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობენ 5 შვილთან ერთად. როდესაც მათი ახალდაბადებული ბავშვი იღუპება ოჯახი ორად იყოფა. ამ დროისთვის კი ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოვებული ეშმაკი ტყეში ბინადრობს...
ორი გამომძიებელი თავგამოდებით ნადირობს სერიულ მკვლელზე, რომლის დანაშაულებები დაფუძნებულია "შვიდ სასიკვდილო ცოდვაზე". გამოცდილი დეტექტივი სომერსეტი იძიებს ყველა ცოდვას სათითაოდ, რათა ამოიცნოს მკვლელის აზროვნება.
ღმერთის ქალაქი ასახავს სასტიკ ძალადობას რიო დე ჟანეიროს გეტოებში. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, მაშინ როდესაც მათ წესით დაჭერობანა უნდა ეთამაშათ, ეს ბავშვები იარაღებით დარბოდნენ და კრიმინალურ ბანდებთან იყვნენ დაკავშირებულნი.
1986 წელს კორეაში ორი ქალი იქნა მოკლული ერთი და იმავე მეთოდით. დეტექტივი დუ მან პაკი და მისი დამხმარე იონ გუ ჩჟუ ყველანაირად ცდილობენ გამოიძიონ კვლელობის იდუმალი გარემოებები...
პატარძალი შეუპოვრად აგრძელებს "ხმაურიან გააფთრებულ შურისძიებას" მკვლელების ბანდის წინააღმდეგ, რომლებიც მისი და მისი შვილის მოკვლას ცდილობენ. ქალი რიგრიგობით გამოეცხადება ყველა მის ყოფილ პარტნიორს და მსხვერპლებს სათითაოდ შლის მოსაკლავი ხუთეულის სიიდან, სანამ სიაში მარტო ერთი სახელი - ბილი არ დარჩება.
პროფესიონალი მკვლელი საკუთარ ქორწილში იქნა მოკლული, მისივე სასტიკი დამქირავებლის, ბილის და მკვლელების ბანდის სხვა წევრების მიერ. მაგრამ "პატარძალი" ცოცხალია, იმისათვის, რომ შური იძიოს. შურისძიების დაგეგმვისას იგი მსხვერპლთა სიას შეადგენს და იწყებს ნადირობას მათზე, ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა. ბილს ის ბოლოსთვის დაიტოვებს...
ბოროტმა ჯადოქარმა 18 წლის გოგონა სოფი მოხუცებული ქალის სხეულში ჩაამწყვდია. ადამიანის ძებნისას, ვისაც მისთვის ჩვეულებრივი გარეგნობის დაბრუნება შეუძლია, სოფი გაიცნობს ჯადოქარ ჰაულს და მის დემონს კალციფერს. კალციფერი უნდა ემსახუროს ხალს გარიგების თანახმად, რომლის პირობებს ის ვერ ამბობს. გოგონა და დემონი გადაწყვეტენ დაეხმარონ ერთმანეთს...
ჯადოსნური სათამაშოების მაღაზიის ექსცენტრიული მფლობელი ედვარდ მაგორიუმი, აპირებს საქმეს ჩამოშორდეს ჯამრთელობის გაუარესების გამო - რაც არ უნდა იყოს 243 წელი შეუსრულდა. მისტერ მაგორიუმმა მაღაზიის მართვის 114 წლის განმავლობაში შეძლო მისი გადაქცევა დედამიწაზე ყველაზე ჯადოსნურ ადგილად, სადაც ყოველთვის ისმოდა ბავშვების ჟრიამული...
1945 წლის აპრილში გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დამარცხების წინაშე დგას, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მტრის ჯარით არის გარშემორტყმული. ამ დროს ჰიტლერი ბერლინში ისევ ქადაგებს რომ ისინი გაიმარჯვებენ და მოუწოდებს ჯარისკაცებს ბოლო სისხლის წვეთამდე იბრძოლონ. ფილმი "დაცემა" აღწერს რეიხის დაცემის ბოლო ხუთ დღეს, როდესაც გერმანიის მთავარმა ლიდერებმა სიცოცხლის გადასარჩენად მათ საყვარელ ფიურერსაც კი უღალატეს, თვითონ ჰიტლერს კი პარანოია ემართება, მას ხან გიჟური ოპტიმიზმის შემოტევა აქვს და ხან თვითმკვლელობის სურვილით შეპყრობილი დეპრესიაში ვარდება...
რუანდაში, ხუტუსების ხალხი, ტუტსისების ხალხის წინააღმდეგ აჯანყდა. პრესტიჟული ოტელის მმართველი - პოლი, გენოციდს გვერდიდან უყურებს. მისი ცოლი ტუტსისებიდანაა. ტომი თავისი ოჯახისთვის ყველაფერს გააკეტებს, მაგრამ მას არ უნდა ჩაებას ამ სისხლიან მკვლელობებში...
გენეტიკური დაავადების შედეგად, სიმპათიური ბიბლიოთეკარი ჰენრი დეტემბლი შემთხვევით დროში გადაინაცვლებს. იგი ხვდება მისი სასიყვარულო ცხოვრების სხვადასხვა მომენტებში, სადაც მას ულამაზესი მსახიობი, კლერ ებშაირი უყვარდა...
საკუთარი ქალიშვილის გაუცხოვებით ძლიერ დათრგუნული მწვრთნელი, ფრენკი დანი არ არის მზად საკუთარ ცხოვრებაში შემოუშვას მეგი ფიტცჯერალდ,. მაგრამ მეგის გადაწყვეტილი აქვს გახდეს პროფესიონალი და დაარწმუნოს დანი და მისი გარემოცვა დაეხმარონ მას მიზნის მიღწევაში...
სიყვარულის ტრაგიკული ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში ვითარდება, სადაც გადაცმული "შტაზის" წევრები აკონტროლებდნენ კულტურის სფეროს. პარტიის კაპიტან ვილერს დავალებული აქვს დრამატრურგ დრეიმანს თვალი ადევნოს და როცა იგი უფრო და უფრო სიღრმისეულად იძიებს მის ცხვორებას, ის საშიშ საზღვარს მიაღწევს და თვითონვე შეეპარება ეჭვი სახელმწიფო სისტემაში...
35 წლის წიგნის რედაქტორი ფრენსისი მძიმე განქორწინების შემდეგ ტოსკანაში გაემგზავრება. ერთერთ სოფელში ის ვილას იყიდის და იქ დასახლდება. ის აღმოაჩენს, რომ ხანდახან ცხოვრება უცნაური ხერხებით აძლევს ყველაფერს, რაც ასე ძალიან სჭირდებოდა...
ქრისტინ ქოლინზი გახარებულია, რადგან მისი გატაცებული შვილი სახლში დააბრუნეს. როცა ქრისტინი ეჭვს აიღებს, რომ ეს ბიჭი მისი შვილი არ არის, პოლიციის კაპიტანი გადაწყვეტს ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოათავსოს...
ნიუ-იორკელი სტუდენტები პერუს ჯუნგლებში მიემგზავრებიან, ისინი აქტივისტები არიან და პროტესტის გამართვას გეგმავენ. მოგზაურობისას ისინი კანიბალების ტომს გადეყრებიან...
ერთ ვეტერინარულ სკოლაში ტრადიცია აქვთ: უმი ხორცის ჭამა. ერთი ვეგეტარიანელი საკუთარ თავს აიძულებს ეს ტრადიცია შეასრულოს, მაგრამ აღმოაჩენს რომ მას არ შეუძლია შეჩერება...
აშშ-ს არმიის ექიმი, მეორე მსოფლიო ომის დროს, უარს ამბობს ადამიანების მოკვლაზე. იგი პირველი არასამხედროა, რომელმაც ღირსების მედალი მიიღო, ადამიანების მოკვლის გარეშე...
მთავარი გმირები - ყველაზე ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახია ორი შვილით. აღმოჩნდება, რომ ისინი არიან ჩათრეული ჯაშუშურ ამბავში. მათი ახალი მეზობლები რეალურად აღმოჩნდებიან ხელისუფლების აგენტები, რომლებიც ამ ოჯახს ჩაითრევენ სპეცმისიაში…
ფილმის მთავარი გმირი ცხოვრობს ნიუ-იორკში, ის იტანჯება ეროტომანიით და არ შეუძლია თავისი სექსუალური ცხოვრების გაკონტროლება. იგი ცდილობს მიიღოს ახლობლების მხარდაჭერა და ეძებს თანადგომას თანამშრომლების მხრიდან...
ბუგი და ელიოტი კიდევ უფრო გიჟური თავგადასავლებით დაბრუნდნენ. ელიოტი ჟიზელის გამო თავს დაკარგავს, თუმცა საქორწილო გეგმები ჩაეშლება, რადგან მისტერ უინის განებივრებული შინაური ცხოველები გაიტაცებენ, რათა პატრონებს დაუბრუნონ. ბუგი, ელიოტი, მაქსქვიზი და ტყის ყველა დანარჩენი ბინადარი მათი მეგობრის გამოსახსნელად მიემართებებიან და მალე ისინი მტრის ბანაკში აღმოჩნდებიან...
ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს ადამიანების გარემოცვაში გაზრდილ გრიზლზე, რომელიც ტყეში გაგანია ნადირობის სეზონზე მოხვდება. სანამ დათვს ეძებს თავისს აღმზრდელი, გრიზლი დაუმეგობრდება ტყის ირემს ელიოტს. ელიოტს ერთი პრობლემა აქვს - ნადირობის სეზონი. გრიზლის კი ორი - ნადირობის სეზონი და ელიოტი...
ფილმი მოგვითხრობს პროფესიონალური ეთიკის წესების დამცველ ქურდზე, რომელსაც მოატყუებენ და მომაკვდავს დატოვებენ. ქურდი გადარჩება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამაგიერო გადაუხადოს მტრებს...
შობის დღესასწაულის წინ ლონდონში მშობიარობის დროს გარდაიცვლება ახალგაზრდა, თინეიჯერი რუსი ქალი, რომელიც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მედდა რომელიც მის წარმოშობას ინიშნავდა ჟურნალში გარკვეულ საიდუმლოებას აწყდება მასსა და გოგონას რუს ოჯახს შორის
მამა და მისი ვაჟი გადამწვარ ამერიკაში ეულად მიაბიჯებენ, ირგვლივ სიცარიელეა, არაფერი იძვრის, ქარის მოტანილი ფერფლისა და წყლის გარდა. სიცივისგან ქვებიც კი დასკდა, ნაცრისფერად თოვს. ცა მუქია. ისინი სამხრეთისკენ მიდიან, სადაც უფრო თბილა, თუმცა არ იციან რა ელით იქ, ან თუ საერთოდ ელით რამე...
ფილმი ”ევერესტი” ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს 1996 წლის ექსპედიციის შესახებ, როდესაც მთამსვლელების ორმა ჯგუფმა სცადა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა.
ფილმი მოგვითხრობს მაიას ცივილიზაციის შესახებ, სადაც ადამიანის იდილიურ ყოფას უხეშად არღვევს ძალადობა. შიშით და ჩაგვრით მართულ ქვეყანაში, ფილმის გმირი ცდილობს გადაარჩინოს საყვარელი ქალი და ოჯახი.
ფილმი წარმოადგენს გასაოცარ დრამას იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა პიტერ პენისა და ნევერლენდის თავგადასავალი. სცენარზე მუშაობისას მწერალი ჯ.მ. ბარი შეხვდება ქვრივ სილვიას და მის სამ შვილს, რომლებიც ბარის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ და მისი შთაგონება ხდებიან, რაც შედევრს - "პიტერ პენს" შეაქმნევინებს...
ამ ბიჭების დანახვისას გოგონებს გული მისდით, მათ კავალერებს კი ხელიდან უცვივათ ყველაფერი შურისგან. ისინი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სასტიკი და დინამიური სპორტული თამაშის – ამერიკული ფეხბურთის გუნდის წევრები არიან. მათთვის არ არსებობს გამარჯვებაზე დიდი სიხარული! მაგრამ ბევრმა არ იცის, რა რთულია მათი პოპულარობის მოპოვების გზა. ამ ფილმის მთავარი გმირი, მრწვთნელი გერმან ბუნი – ერთერთი მათგანია, ვინც იცის რას ნიშნავს ეს. ის მოვიდა სკოლის გუნდში "ტიტანები", როდესაც ის საერთოდ არ იმსახურებდა ამ სახელს. ის ებრძვის ადგილობრივი მრწვთნელის ბილ იოსტის წინააღმდეგობას და შეუდგება მეგობრული და ძლიერი გუნდის შექმნას...
ჯეკი ჩანი თამაშობს უონგ ფეი ჰანგს, რომელსაც მამა ბიძასთან, კუნგ ფუს ცნობილ ოსტატთან გაგზავნის. იგი სმის მოყვარულია, ასევე შეუძლია თვითკმაყოფილი იდიოტების მორჯულება...
ლოს-ანჯელესში ბოროტმოქმედები გაიტაცებენ ჩინელი კონსულის ქალიშვილს, რომელსაც ჰონკონგში კუნფუს ინსპექტორი ლი ასწავლიდა. კონსული გამოიძახებს ლის ამერიკაში იმისათვის, რომ მან მონაწილეობა მიიღოს გოგონას განთავისუფლებაში. ფედერალური ბიუროს აგენტებმა მიმართეს პოლიციას თხოვნით გამოუყონ მათ ყველაზე არაფრისმქნელი თანამშრომელი, იმისათვის რომ მან ჩინელს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები აჩვენოს, და რაც ყველაზე მთავარია, არ მისცეს საშულება მათ საქმეებში ცხვირი ჩაყოს. ასეთი აღმოჩნდა ყველაზე ბევრი ლაპარაკის მოყვარული პოლიციელი კარტერი. რიგი გაუგებრობების და კამათის შემდეგ ისინი გააერთიანებენ ძალებს და სერიოზულად დაკავდებიან მძევლის განთავისუფლებით...
2257 წელია. რიგითი ტაქსისტი შემთხვევით აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როცა მან უნდა გადაარჩინოს ახალგაზრდა გოგონა - თვით კაცობრიობის გადარჩენის ერთ-ერთი ნაწილი. ფილმი "მეხუთე ელემენტი" ვითარდება ფუტურისტულ მეგაპოლისში და გადაღებულია ფრანგული კომიქსის მიხედვით ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული იმპროვიზაციით...
ამ დამაბოლოებელი სერიის მეორე ნაწილში ჰარი და მისი მეგობრები, რონი და ჰერმიონა აგრძელებენ თავიანთ თავგადასავალს ბოროტი ვოლდემორტის საბოლოოდ დასამარცხებლად. როდესაც უკვე ახალგაზრდა ჯადოქრებს ყველაფერი უიმედოდ ეჩვენებათ, ჰარი მაგიური ნივთების სამეულს აღმოაჩენს. ეს მას ისეთ ძალას შესძენს, რაც ვოლდემორტის დაუძლეველ შესაძლებლობებსაც აღემატება.
დასასრული იწყება: ჰარი, რონი და ჰერმიონა სასწავლო წლის ბოლოს ჰოგვარტსიდან მიდიან, რომ ვოლდემორტის უკვდავებას ბოლო მოუღონ, მაგრამ ჰარის საყვარელი დამბლდორის გარეშე და ვოლდემორტის თავზეხელაღებული მსახურების გარემოცვაში სამყარო დიდი საშიშროების წინაშე დგას...
ტრილოგიის მესამე ნაწილში არქეოლოგი რიკ ო'კონელი ჩადის ჩინეთში, სადაც ხვდება 2,000 წლის წინანდელი დინასტიის მბრძანებელს. იგი მკვდრეთით აღსდგა, რათა თავისი მსოფლიო ბატონობის გეგმა ბოლომდე მიიყვანოს. ამჯერად ო'კონელს მისი ოჯახი, ცოლი და ვაჟიშვილი ეხმარება ეგრედწოდებული "დრაკონების იმპერატორის" დამარცხებაში, რათა დაიცვან სამყარო ზებუნებრივი ძალების არასწორი გამოყენებისგან...
მრავალი წლის წინ, ძველ ეგვიპტეში, მეფე მორიელი საზარელ არმიას მეთაურობდა, მაგრამ როდესაც მან თავისი სული ანუბისს მიჰყიდა, ის ისტორიამ წაშალა. ამჟამად იგი მხოლოდ მითია, თუ არც კი? რიკი და ეველინ ო'კონელები, თავიანთ 8 წლის ვაჟთან ალექსთან ერთად კვლავ ახალ ექსპონატებს ეძებენ. ისინი აღმოაჩენენ ანუბისის სამაჯურს, მაგრამ ვიღაც სხვაც მიჰყვება სამაჯურის კვალს. უმაღლესი ქურუმი იმჰოტეპი კვლავ აღსდგა მკვდრეთით და სამაჯური სურს, რათა მეფე მორიელის არმია მართოს. მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემა როდია. იმჰოტეპს რომელსაც ახლა ალექსი ჰყავს და სამაჯურიც მასთანაა, დიდი დღე არ უწერია...
ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში ლეგენდარული ზოროს სახელით დონ დიეგო დე ლა ვეგა ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდა. ციხიდან გაქცევის შემდეგ, იგი ბანდიტ ალეხანდროს მისი საქმის გამგრძელებლად აქცევს, რომ მისი დახმარებით ტირანი დონ რაფაელ მონტეროს გეგმები ჩაშალოს. ეს არის ადამიანი, რომელმაც მას თავისუფლება, ცოლი და ძვირფასი ქალიშვილი ელენა წაართვა...
უბედური შემთხვევის შემდეგ, გომი იღვიძებს კომიდან და აღმოაჩენს, რომ მის ტელეფონის ფუნქციები მის თავშია ჩადებული. მას აღარ შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ თინეიჯერულ ცხოვრებას უცნაური შესაძლებლობების გაჩენის გამო...
ფილმი მოგვითხრობს ბენისა და როუზის ისტორიას, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში ცხოვრობენ და მათ გარშემო არსებულ სამყაროს ვერ ეგუებიან. ბენი ცდილობს მამა იპოვოს, როუზის ფიქრები კი მხოლოდ ერთი იდუმალი მსახიობის გარშემო ტრიალებს. ერთხელ ბედი მათ იმ მიუღწეველის საძებნელად წასვლას უბიძგებს, რომელიც ასე აკლიათ ცხოვრებაში...
მსოფლიო დამარცხებულია შავი ჭირით და გადაშენების ზღვარზეა. მკვდრები დასეირნობენ მიწაზე და საკვებად მოიხმარენ ცოცხლებს, რომელიც დარჩენილია კატასტროფული უმცირესობით და ძლივს იცავენ თავს მათგან. ცვლილებები დაიწყება მას შემდეგ, როდესაც ერთი ზომბი, რომლის სახელი ცოცხლად ყოფნისას იწყებოდა “რ”-ზე, გადაარჩინა გოგონა, იმის ნაცვლად რომ ეჭამა...
ფედერალური ბიუროს თანამშრომელი - ფრენკ კასლი, სამსახურიდან წასვლაზე ოცნებობს. მას ნორმალური ოჯახური ცხოვრებით უნდა რომ იცხოვროს. მაგრამ წასვლის წინ ის ბიზნესმენ ჰოვარდ სეინტის ინტერესებს შეეხება, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით იძიებს...