რობერტ ჯეიმს უოლერის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული დრამა ორი არც ისე ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიელი ფრანჩესკა მეუღლესთან ერთად აიოვაში ჩადის. ქალს ფოტორეპორტიორი - რობერტი შეუყვარდება. მერილ სტრიპმა ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის ოსკარი დაიმსახურა...
იტალიური წარმოშობის ამეირკელს, პიცერიის მფლობელს, რთულია ვუწოდოთ კეთილშობილი ადამიანი. მას გამოსდის დამალვა ცოლისგან თავისი სასიყვარულო თავგადასავლების. მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს... ეჭვიანობის ნიადაგზე, მოტყუებული ცოლი ჩაიდენს რამდენიმე მცდელობას ქმრის მოკვლის...
საიუველიროს გაძარცვა ადვილი საქმე არაა, ნადავალის გაყოფა კი კიდევ უფრო ძნელია! როცა არამზადების ხელში სამკაულები ვარდება, მეგობრებს შორის დამოკიდებულება იცვლება...
რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში...
ვირიდიანას ბიძას, რომელმაც იზრუნა თავისი ძმიშვილის განათლებაზე, ძალიან უნდა ნახოს ის მონაზვნად აღკვეცამდე. სინამდვილეში ის დიდი ხანია შეყვარებულია თავის ძმისშვილზე. ეს ვნება იმდენად ააღელვებს ვირიდიანას, რომ ის გადაწყვეტს აღარ დაბრუნდეს მონასტერში...
ინდიანა, 1940 წელი. ათი წლის რალფი ოცნებობს იდეალურ საშობაო საჩუქარზე – ნამდვილ წითელი მხედრის პნევმატიკურ შაშხანაზე. ბუზღუნა მამიკო და მზრუნველი დედიკო, რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგეები არიან, რადგან ეშინიათ, რომ მათი ბიჭუნა დაიზიანებს თავს! და მაშინ რალფი გადაწყვეტს სანტა კლაუსს მიმართოს თხოვნით...
ენი 23 წლისაა და მას ორი ქალიშვილი ყავს, უმუშევარი ქმარი, დედა, რომელსაც ყველა სძულს და მამა, რომელიც ბოლო ათი წელი ციხეში გაატარა. ის მუშაობს ღამის დარაჯად უნივერსიტეტში, რომლის კარებში ის დღისიდაც ვერ გაბედავდა შესვლას. მის მონოტონური ცხოვრება იცვლება, როდესაც ექიმები მას განუკურნებელ ავამდყოფობაზე აცნობებენ, და რომ მას მხოლოდ ორი-სამი თვის სიცოცხლე დარჩა. ენი გადაწყვეტს რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება...
ერთ მშვენიერ დღეს ჯეკი და კაილი შეხვდნენ ერთმანეთს და გადაწყვიტეს, რომ უნდა გადაატრიალონ ისტორია თავისი მუსიკალური ნიჭის გაერთიანებით. მაგრამ როდესაც წარმატება არ მოვიდა, ისინი პოულობენ "ბედის არჩევანს" – სპეციალურ მედიატორს, რომელსაც ლეგენდის მიხედვით ჯადოსნური ძალა აქვს და შეუძლია ნებისმიერი უიღბლოს როკ-ვარსკლავად ქცევა...
როდესაც ნოუ იორკის ფსიქიატრი ბილ კაპა ლოს ანჯელესში ჩადის რომ შეუერთდეს თავის კოლეგებს და იპოვნოს მკვლელი, აღმოაჩენს რომ თავიდან ბოლომდე მისტიურ ამბავშია გახვეული...
ექვსწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ რუდი დუნკანი ახალ კრიმინალურ ისტორიაში ეხვევა. მას საყვარელი ქალის მოკვლის მუქარით აიძულებენ მონაწილეობა მიიღოს კაზინოს გაქურდვაში...
შეეძლო კი იმ დღეს კოულის ოჯახს სცოდნოდა, რომ უწყინარ სურვილს გაესეირნათ მანქანით, შეეძლო გადაეტრიალებინა მთელი მათი ცხოვრება. მუხრუჭების, ხმაური,წინასასიკვდილო კივილი... საშინელ საავტომობილო კატასტროფაში ცოლ–ქმარი ტედი და მერიონი კარგავენ ორ შვილს, მაგრამ ბედისწერის წყალობით თვითონ ცოცხლები რჩებიან...
დარენ არანოფსკის სადებიუტო ნამუშევარი გენიოს მათემატიკოს მაქსიმილიან კოენზე, რომელიც აღმოაჩენს კავშირს რიცხვებსა და რეალობას შორის. მისი აზრით ამ აღმოჩენით მას მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია...
როდესაც მეტ სალივანს მისი შეყვარებული მიატოვებს, ის აღთქმას დადებს, რომ ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის განმავლობაში ყოველგვარი სექსუალური ურთიერთობისაგან თავს შეიკავებს. თუმცა, როცა ულამაზეს ერიკა სათონს გაიცნობს, ამ დანაპირების შესრულება სულ უფრო და უფრო რთული გახდება...
"ნოტორიუსი" არის ფილმი კრისტოფერ უოლასის შესახებ. წარმოუდგენელი ნიჭით დაჯილდოებული და დიდი მონდომების შედეგად უოლასი ბრუკლინელი ნარკოტიკის რეალიზატორიდან,(ერთდროს იგი კრეკს ფეხმძიმე ქალებზეც ყიდდა) ის ყველა დროის ერთერთ უდიდეს რეპერად "ნოტორიუს ბი–აი–ჯიდ" ჩამოყალიბდა. მისი ელვისებური აღმავლობის, წარმატებისა და სახელის მოხვეჭის ისტორია, თავდაუზოგავი ბრძოლა იმედებისთვის და "ამერიკული ოცნების" ახლებური ხედვა...
ფილმი მოგვითხრობს რუსი მწერლის, ანდრეი გორჩაკოვის შესახებ, რომელიც მუსიკოს სასნოვსკის ბიოგრაფიული მონაცემების მოსაძიებლად იტალიაში მიემგზავრება. მუსიკოსის ცხოვრების დეტალებით მწერლის დაინტერესების მიზეზი უცნობია...
ჩვენს წინაშეა ხუთი სცენა ორის მონაწილეობით. ფილმის სიუჟეტი უკუღმა მიმდინარეობს. დასაწყისი ბოლოდან. ფინალში ვხედავთ ახლადგაცნობილ შეყვარებულ წყვილს, დასაწყისში კი გაშორების სცენას. თუმცა მოვლენების მიმდინარეობა, არც ისე მნიშვნელოვანია…
ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის უკაცრიელ ღამის ალეაში მაიკლ ო ჰარა იგერიებს ბანდიტებს, რომლებიც თავს დაეხსნენ როზალი ბანნისტერს. მაიკ ო ჰარა გიგანტია ბავშვის გულით, ის უმუშევარი მეზღვაურია. მან მიიქცია როზალის ყურადღება და ის შესთავაზებს მას სამუშაოს თავის ქმრის იახტაზე. როზალის ქმარი პოლიომელიტის გამო დაინვალიდებული ადვოკატია…
ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც მოგვითხრობს თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ, როდესაც მიუხედავად თითქოს ნორმალური პროფესიონალური და პირადი ცხოვრების დინების, ადამიანი თავს მარტოსულად გრძნობს...
კეთილმოწყობილი ცხოვრება, ერთგული ცოლი და უმშვენიერესი ქალიშვილი. ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაცა მაინც აკლია. ყოველ საღამოს, სამუშაოდან მატარებლით დაბრუნებისას, მან მშვენიერი ქალი შენიშნა ერთერთი შენობის ფანჯარაში. და ერთხელ ჩამოვიდა კიდევაც ამ გაჩერებაზე....
სიუჟეტი ვითარდება შანხაიში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს მისტერ იის თავდავიწყებით შეუყვერდა თავისი ახალგაზრდა ცოლის დაქალი. მათი ურთიერთობა იმდენად ნაზი და მთრთოლვარეა, რომ ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილი იი, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვანგი სულ სხვა ადამიანია!...
ფსიქიატრიულის ყოფილი პაციენტი, 23 წლის რიკი, ოჯახის შექმნის მიზნით, იტაცებს ნარკომან კინომსახიობ მარინას. ეს ხდება გადაღების ბოლო დღეს. ის ცდილობს დაარწმუნოს ქალი გახდეს მისი მეუღლე...
ის საყვარელმა მიატოვა, მისი ცოლი არ აძლევს მას გასავალს, დაქალმა საქმე ტერორისტებთან დაიკავა, ადვოკატი კი ჩვეულებრივი არამზადა აღმოჩნდა. შეიძლება ამ ყველაფრის გადატანა და სრულ ჭკუაზე დარჩენა?...
16 წლის ლიამი რთულ ოჯახში ცხოვრობს: დედა ციხეში ზის, მამინაცვალი და ბაბუა - ნარკოტიკებით ვაჭრობენ, ორი წლით უფროსი და - მარტო ზრდის პატარა შვილს. იმისათვის, რომ დედა მამინაცვალზე დამოკიდებულებისგან იხსნას, ლიამი გადაწყვიტავს ფული იშოვნოს...
მელ კოლინი, რომელიც თავად ნაშვილებია, ახლა მამა გახდა.იგი ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია მისცეს თავისი გვარი შვილს, სანამ არ გაიგებს, თუ ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები.მელი განიზრახავს მათ მოძებნას.იგი მოგზაურობაში მეუღლესთან და შვილად აყვანის აგენტთან ერთად მიეშურება...
ავტოკატასტორფაში დაღუპული შვილის, ესტებანის ტანსაცმლის დალაგებისას, მანუელა საიდუმლო ჩანაწერებს აღმოაჩენს. ბიჭი, რომელიც არასოდეს იცნობდა თავის მამას, თურმე ყოველთვის ოცნებობდა მის პოვნაზე. ტანჯვისგან გაგიჟებული დედა გადაწყვეტს თავისი შვილის ბოლო ნება შეასრულოს და თავისი წარსულის საძებნელად მიემგზავრება. რა სიურპრიზები ელის მას წინ? მისი ბოლო შეხვედრა ესტებანის მამასთან ოცი წლის წინ შედგა...
ფილმში მოქმედება პრაღაში ვითარდება, 1991 წელს ხდება. სადაზღვეო კომპანიის აგენტი - ფრანც კაფკა, წყნარ და შეუმჩნეველ ცხოვრებას ეწევა. ის სამუშაოს კარგად და დაკვირვებით ასრულებს. წერს მხოლოდ "საკუთარი თავისთვის"...
ელისაბედი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ცხოვრებაში მრავალი იმედგაცრუება ქონდა, ახლა საკუთარ თავს ეძებს და ცდილობს გულის იარები მოიშუშოს. ის თანდათან გათავისუფლდება წარსულისგან და საკუთარი სულის სიღრმეებისკენ მიმავალ ახალ გზას აღმოაჩენს. და ეს არის გზა ჭეშმარიტი სიყვარულისკენ...
მამაკაცი ცდილობს ძველისძველი იარაღი სახელად "მექსიკელი", რომელიც გადმოცემის თანახმად დაწყევლილია, საზღვარზე გადმოიტანოს.ამასობაში, მისი შეყვარებული აიძულებს, რომ ამ კრიმინალურ საქმიანობას ჩამოშორდეს...
11 წლის ვიკტორი ოჯახთან ერთად გადადის ბიძის ბნელ სახლში. თავიდან ერთ-ერთ ოთახში სარკის უკან ის ამჩნევს საიდუმლო ფიგურებს, ხოლო შემდეგ ძველი ნივთების ქვეშ პოულობს მრავალი წლის წინ საიდუმლო ვითარებაში დაღუპული ბიძაშვილის სესილის დღიურს.
ძალიან სასაცილო და ამავე დროს სევდიანი ისტორია ოჯახზე. მამის საიდუმლო გაუჩინარების შემდეგ სამი და ბრუნდება მშობლიურ სახლში შეყვარებულებთან ერთად, რათა დაეხმაროს დედას მამის მოძებნაში...
საზღვაო ქვეითი ლოგან ტიბო ერაყიდან უკვე მესამე მისიის შესრულების შემდეგ ბრუნდება, მას სჯერა რომ სიკვდილისგან უცნობი ქალის ფოტო იცავს. ის შეიტყობს, რომ ქალს ბეტი ჰქვია, მის მისამართსაც დაადგენს და მასთან შეხვედრას გადაწყვიტავს...
ბეკა და ჰოუი კორბეტები ქორწინებაში ბედნიერად ცხოვრობენ. უეცრად მათ ვაჟს მანქანა დაეჯახება. შვილის სიკვდილის შემდეგ ბეკა ცდილობს გადააფასოს საკუთარი ცხოვრება, რაც ჯეისონთან უცნაურ მეგობრობაში გამოიხატება. ჯეისონი სწორედ ისაა, ვინც დენის შემთხვევით დაეჯახა. ამავე დროს, ჰოუი ცდილობს წარსულში და უცხო ადამიანებთან კონტაქტში იპოვოს შვება. კორბეტების წყვილი გამაოგნებელ და სახიფათო არჩევანს გააკეთებს, რაც მათ ბედს სამუდამოდ შეცვლის.
გაიცანით ჯოელ გუდსანი - 17 წლის კოლეჯის მოსწავლე და შესანიშნავი შვილი. როცა მისი მშობლები ქალაქიდან გაემგზავრებიან ,ის გადაწყვიტავს, რომ საკმაოდ დიდხანს იყო წყნარი და დამჯერი და ახლა გართობის დრო მოვიდა. პორშეთი მგზავრობის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მან სასწრაფოდ თანხა უნდა იშოვოს ,რისთვისაც სარისკო საქმეს წამოიწყებს...
ახალგაზრდა აფრიკელი ქალი, სახელად შანდურაი, მას შემდეგ რაც მის ქმარს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიჭერენ, რომში ჩამოდის. აქ ის მოსამსახურედ იწყებს მუშაობას, მდიდარ, მაგრამ განმარტოვებულ ინგლისელ პიანისტთან. კინსკი თანდათან სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს შანდურაის და შემდეგ სიყვარულშიც უტყდება...
ჯეკი მეუღლის სიკვდილის შემდეგ, 16 წლის ქალიშვილთან ერთად, კანადის სანაპიროს, ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობს. ის ყველანაირად ცდილობს როუზი დაიცვას გარე სამყაროსგან. მაგრამ ერთხელაც აღმოაჩენს, რომ სასიკვდილოდ ავად არის...
ყველაზე არაკეთილშობილური საქმე საიდუმლო სამსახურის აგენტისთვის – ქალის დაცვაა. განსაკუთრებით, თუ ეს ქალი – აშშ–ს პრეზიდენტის ყოფილი ცოლია. იმ დროს როცა დაგ ჩეზვიკის კოლეგები ტერორისტების ტყვიების ქვეშ სიცოცხლით რისკავენ, ის ტესის დაცინვების მიზანი ხდება. მაგრამ მათი პრობლემები სრულდება, როდესაც დაგის დაცვის ობიექტს მოულოდნელად გაიტაცებენ. თამაშები დასრულდა. მოვიდა ნამდვილი მამაკაცური სამსახურის შესრულების დროც...
კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის პირველი ფილმი - ლურჯი. ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელიც სასწაულით გადარჩა კატასტროფაში, რომელშიც ქმარი და ხუთი წლის შვილი დაკარგა...
ზაფხული , ზღვა, მშობლები, პირველი სიყვარული. ანაისი და მისი უფროსი და ელენა არაფრით არ გვანან ერთმანეთს. ანაისი პუტკუნაა, ელენა კი გამხდარი და ულამაზესი. ეს პირველი სექსუალური გამოცდილების ასაკია. ანაისს ამ ყველაფრის შეცნობა მხოლოდ მისი დის დაკვირვებით შეუძლია...
ძებნაში მყოფი ბუღალტერი უილიამ ბლეიქი უცნაურ ინდიელს ხვდება, სახელად "არავინ", რომელიც მას სულების სამყაროში სამოგზაუროდ მოამზადებს...
რონიმ საბოლოოდ გადაწყვიტა ცოლად მოიყვანოს მისი სატრფო მელინდა, თუმცა ყველაფერი თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც მელინდას ძმა შეიტყობს ამის შესახებ და იწყებს მოქმედებას.
პოლ ნიუმენის გმირი, ჭაღარათმიანი რეჯი დანლოპი მეორეხარისხოვანი ჰოკეის გუნდის მწვრთნელი და კაპიტანია. მოგების დრო დარჩა უკან, მარცხს მარცხი მოჰყვება და რეჯის გუნდი რჩება ბოლო ადგილზე...
ჯეკის და ჰენკის ოჯახები დიდი ხანია მეგობრობენ. მამაკაცები უნივერსიტეტში ასწავლიან, მათი ცოლები ამ დროს კი სახლს უვლიან. ვერავინ წარმოიდგენს, რომ ამ წყვილებს სინამდვილეში აერთიანებთ არა მეგობრული გრძნობები, არამედ სასოწარკვეთილება, ღალატი და ტყუილი. პატარა ინტრიგა ჯეკს და ედიტს შორის მალევე გადაიზრდება საიდუმლო რომანში. ისინი ოცნებობენ დიდი ხნის წინ დაკარგულ ბედნიერებაზე...
ბალტიმორის გარეუბანშ ერთ მზიან დღეს დაიკარგა ბავშვი. ორი ახალგაზრდა გოგონა ეჭვმიტანილი იყო, მიუხედავად იმისა რომ ბრალი არ დაუმტკიცდათ ქალაქმა მაინც ვერ აპატია მათ. მალე კიდევ ერთი ბავშვი უჩინარდება და ორი დეტექტივი ჩამოდის საიდუმლო საქმის გასახსნელად...