ერთი ქვრივი ქალი სადაზღვევო სფეროში თაღლითობის დანაშაულს იძიებს, რისი კვალიც საბოლოოდ პანამაში არსებული იურიდიული ფირმის ორ პარტნიორამდე მიიყვანს, რომლებიც მსოფლიო ფინანსური სისტემას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ...
სოლომონ ნორტაპი იყო დაქორწინებული და კარგად განათლებული ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიუ-იორკში, როდესაც ორმა ადამიანმა შესთავაზა მიმზიდველი სამუშაო ვაშინგტონში. ჩამოსვლისას, მას იტაცებენ და ის ხდება მონა...
ფრანგმა წყვილმა არისტოკრატული მანერებით გაზარდა 4 გოგო. ახლა მოშბლებმა უნდა გაათხოვონ ისინი. რა თქმა უნდა, მათ სურთ რომ ღირსეული ქმრები შეხვდეთ, თუმცა ყოველი ქორწილი მშობლებისთვის ნამდვილი შოკია. მათ არ სურდათ ასეთი რჩეულები თავისი შვილებისთვის: ებრაელი, ჩინელი და არაბი. იმედებს ახლა უმცროს გოგოზე ამყარებენ, რომელიც ასევე თხოვდება. მშობლები ბედნიერები არიან, რადგან მის რჩეულს ფრანგული სახელი აქვს და ის კათოლიკეა. მაგრამ გაოგნდნენ, როდესაც სიძე გაიცნეს: მათი შვილი შავკანიანზე თხოვდება...
კი-ტაკის ოჯახში ყველა უმუშევარი და ღარიბ-ღატაკია. სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც ერთერთი მათგანი პარკების უმდიდრეს ოჯახში დაიწყებს სამსახურს. შეეცდებიან რა მათი ცხოვრებისეული პრობლემები მოაგვარონ, თავად მოულოდნელად აღმოჩნდებიან უცნაურ ინციდენტში...
ოსკარ გრანტი იყო ჩვეულებრივი 22 წლის ახალგაზრდა, მას ძალიან უყვარდა თავისი ქალიშვილი, მართალია ცოლს ღალატობდა, მაგრამ შეურიგდა მას და ცხოვრებაც თითქოს აეწყო. მას უყვარდა მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ის ცხოვრობდა სადგურ "ფრუტვეილთან" ახლოს, სწორედ აქ 2009 წლის დამდეგს პოლიციელმა იგი მოკლა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით...
ფილმი არის რობერტ მილერზე, რომელიც არის აფერისტი, მას აქვს თავისი ფონდი და მიჩვეულია სიმდიდრეს, მაგრამ ერთხელაც ის მიხვდება, რომ მალე გაკოტრდება და დასახმარებლად მიმართავს ისეთ ადამიანს, რომელთანაც საქმის დაჭერას არ მოისურვებდა…
საშინელი შეტევა მარკ ჰოგანის ბანაკს იმდენად გაანადგურებს და ყველა მოგონებას ისე წაშლის, რომ არავის აქვს ფეხზე დადგომის იმედი. მარკი კი თავის ძველი და ახალი ცხოვრების ნამსხვრევებს შეაკოწიწებს და საუცხოო ქალაქს - მარვენს დააარსებს, ააგებს რა გასაოცარ ინსტალაციებს - მისი ცხოვრების ყველაზე ძლევამოსილი ქალების უკვდავსაყოფად - თავისი წარმოსახვითი სამყაროს დახმარებით, ძალებსაც გამონახავს რეალურ სამყაროში გამარჯვებისათვის...
პიტერ პარკერი და მისი მეგობრები საზაფხულო მოგზაურობისთვის მიდიან ევროპაში. თუმცა, ისინი ვერ შეძლებენ დასვენებას - პიტერი უნდა დათანხმდეს ნიკ ფიურის დახმარებას მისტიური არსებების ძიებაში, რომლებიც იწვევენ ბუნებრივ კატასტროფებს და ემუქრებიან კონტინენტს...
რუსი ქალი ამერიკაში მიემგზავრება ქალიშვილთან ერთად, რათა ცოლად გაჰყვეს ერთ კარჩაკეტილ მილიარდელს, რომელიც ფსიქოპათი აღმოჩნდება და დედა-შვილის ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევს...
დაუჯერებელი ნამდვილი ამბები, რაც ბოლო წლების იტალიური მართლმსაჯულების წინააღმდეგობებით აღსავსე სასამართლო აქმეების უკან იმალეება. კუჩი უმნიშვვნელო დანაშაულისთვის დააპატიმრეს და დაკავების პერიოდში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვნეს. ერთ კვირაში ერთი ოჯახის მდგომარეობა სამუდამოდ შეიცვალა...
ქალი სამსახურის დაკარგვის შემდეგ, უქმეების წყნარად გასატარებლად ქალაქიდან გადის. ერთი ძველმოდური ქვრივი კაცისგან სახლს იქირავებს, რომელიც ცდილობს თავისი ფსიქოპატური გამოვლინებები დამალოს. მალე ორი თაობა ერთმანეთს უპირისპირდება, რაც საშინელი შედეგებით მთავრდება...
ევანი ოჯახს ყველაფერზე უფრო მეტად აფასებს. ვინც კი მას, მის მეუღლესა და ახლადაშობილ ვაჟს შორის ჩადგება, ამას თავის თავზე იწვნევს. თუმცა როდესაც საქმე ძალადობრივ ტენდენციებზე მიდგება, რომ იტყვიან - „ „კვიცი გვარზე ხტისო“.
აგათა ვონ ტრაპი - ცნობილი მუსიკალური ოჯახის უფროსი ქალიშვილია, რომელიც ჩარჩოებს სცდება - გადალახავს უამრავ წინააღმდეგობას - მისი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად და შეერთებულ შტატებში გადასასვლელად...
კარატეს მასწავლებელი მიიაგი ტოვებს ლოს–ანჯელესს და მიემგზავრება ოკინავაში თავის მომაკვდავ მამასთან. დენიელი მიჰყვება მას მოგზაურობის დროს. მიიაგი ხვდება თავის ძველ მტერს, დენიელი კი – ახალს იძენს...
მოქმედება 1988 წლის ფილადელფიაში ვითარდება. პოლიციის ოფიცერი თომას ლოქჰარტი ცდილობს დეტექტივი გახდეს. იგი იწყებს სერიული მკვლელის დევნას, რომლის დანაშაულებიც არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. როდესაც ცხრა წლის შემდეგ, დამნაშავე კვლავ ჩნდება, ლოქჰარტის დაუცხრომელი სურვილი გამოაშკარაოს სიმართლე, მის კარიერას, ოჯახსა და სულიერ წონასწორობას განადგურებით ემუქრება.
ახალი ისტორია მოგვითხრობს კრიფტო-ზოოლოგიური სააგენტო მონარქსა და მათ წევრებზე, რომლებიც ღვთაებრივი ზომის მხეცებთან დაპირისპირებით არიან დაკავებული. მათ შორის ძლევამოსილი გოძილასი, რომელიც უპირისპირდება მორტას, რონანს და სამხელა მეფე გიდორას, სუპერსახეობების მითი რეალობა ხდება, კაცობრიობის ბალანსს კი გაწონასწორება სჭირდება...
ანა პოლიატოვას დამატყვევებელი სილამაზის უკან იმალება საიდუმლო, რომლითაც აიხსნება მისი არარეალური ძალა და უნარები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი დაქირავებული მკვლელი გახდე...
მიწისქვეშა პოკერში თამაშის დროს ჩადენილია ყაჩაღობა. მაფიის ბოსებს იმედი აქვთ, რომ ჯეკი კოგანი იპოვის დამნაშავეებს. თუმცა, გაუბედავ შემკვეთებს, მძარცველებს, დაღლილ მკვლელებს შორის და მათ, ვინც დაგეგმა “საქმე”, თვით ექსპერტსაც კი გაუჭირდება შეინარჩუნოს სიტუაციაზე კონტროლი...
ახალგაზრდა ალქაჯი კიკი, როდესაც 13 წლის გახდება, ცოტა ხანს ადამიანებთან ერთად უნდა იცხოვროს. კიკი თავის კატასთან ჯიჯისთან ერთად ქალაქში გაემგზავრება, სადაც კეთილ მცხობელს გაიცნობს, რომელიც დაეხმარება მას საკუთარი საქმის წამოწყებაში. სამუშაო კიკის უამრავ ადამიანს შეახვედრებს და ახალ მეგობრებს შეაძენინებს...
საზაფხულო ბანაკში მენტორებს კლავენ და ამ ამბავში სემია გახვეული. პოლიციელებთან დაკონტაქტების ნაცვლად, იგი თავის მეგობრებსა და სააშინელებათა ფილმების ექსპერტს მიმართავს რჩევისა და დახმარებისათვის...
სუპერ მკვლელი - ჯონ ვიკი ძებნაშია, მას შემდეგ რაც ცნობილი ასასინების კლანის წევრი მოკლა. მისი თავი 14 მილიონ დოლარად არის შეფასებული და მასზე ყველა განურჩევლად ნადირობს...
ფილმი მოგვითხობს ახალგაზრდა ჩინელ აიტი სპეციალისტზე, რომელსაც კომპანია ჩრდილოეთ აფრიკაში გააგზავნის კონკურსში გასამარჯვებლად, მაგრამ მას გზად ფრანგი ჯაშუში და დაქირავებული მკვლელი, ლაუდერი გადაეღობებიან...
3D ანიმაცია ნორმზე რომელიც ყვება ისტორიას პოლარულ დათვზე და მის სამ მეგობარზე, ისინი იძულებულნი არიან სხვა ადგილას გადავიდნენ რადგან ყინული დნობას იწყებს. ნიუ იორკში ჩამოსვლისას ნორმი ახალ ცხოვრებას იწყებს...
13-ე რაიონის რემეიქი განახლებული სიუჟეტით. ფარული აგენტი ეძებს მასობრივი განადგურების იარაღს, რომელიც გაიტაცა ნარკოდილერმა. დეტექტივი მიმართავს ლინოს, ერთადერთ ადამიანს, რომელსაც არ ეშინია კრიმინალების…
სულისშემძვრელი და საშიში თრილერი კაცის შესახებ, რომელსაც წაართვეს ყველაფერი, რაც კი ოდესმე ძვირფასი იყო მისთვის. თავისი ცხოვრებისა და ოჯახის დასაბრუნებლად მან უნდა გადალახოს მისტიური წინააღმდეგობები, გაუძლოს თავისი რწმენის უთვალავ გამოცდას, იბრძოლოს საკუთარი საღი გონებისათვის და გაანალიზოს საკუთარი სულის სიღრმე და ძალა...
ახალგაზრდა ალბერტის და ცხენი ჯოუის წარმოუდგენელი მეგობრობის ისტორია. როდესაც პირველი მსოფლიო ომი იწყება და ჯოუის გაგზავნიან კავალერიულ პოლკთან ერთად საფრანგეთის ბრძოლის ველზე, ალბერტი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაა სამხედრო სამსახურისთვის, მიდის ფრონტზე მეგობრის მოსაძებნად...
უსაფრთხოების ახალგაზრდა თანამშრომელს უნდა თეთრი სახლის დაცვაში მუშაობა. გასაუბრებაზე მას თავისი ქალიშვილი თან მიჰყავს, რათა დაათვალიერებინოს თეთრი სახლი. ზუსტად ამ დღეს თეთრ სახლს თავს ესხმიან უცნობი შეიარაღებული პირები. ახლა მას მოუწევს გადაარჩინოს შვილი, თავისი თავი და რა თქმა უნდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი...
საიმონ ფენიქსი სახიფათო კრიმინალია, რომელიც 1996 წელს კრიოგენიულად გაყინეს, 2032 წელს კი სან-ანჯელესში იგი თავდებში გამოშვების სასამართლო მოსმენიდან გაიქცა. პოლიცია უძლურია მის წინააღმდეგ და ამიტომ მიმართავენ ჯონ სპარტანს, რომელმაც თავის დროზე იგი დაატყვევა. ჯონი ასევე კრიოგენიულად გაყინეს იმის შემდეგ, რაც ფენიქსის დაჭერისას 30 უდანაშაულო ადამიანის შემთხვევით მოკვლა დაბრალდა...
ტერიერი მაქსი უნდა შეეგუოს გარდაუვალ ცვლილებებს, როდესაც მისი პატრონი ქორწინდება და მათ ცხოვრებაში ბავშვი ჩნდება. მაქსი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ რანჩოზე მიემგზავრება, ქალაქში კი ამ დროს საინტერესო თავგადასავალი მზადდება...
ბარენსის ზღვა, 2000 წლის 12 აგვისტო. რუსული სამხედრო-საზღვაო ვარჯიში, რომლის დროსაც სერიოზული შეჯახება მოხდება, გამოიწვევს წყალქვეშა ნავის ჩაძირვას, რომლის ბორტზეც 118 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი იმყოფება. გადარჩება რამდენიმე მეზღვაური, რომელიც ჯერ კიდევ სიცოცხლისთვის იბრძვის. მათი ოჯახები ყველანაირად ცდილობენ მათ გადასარჩენად ყველანაირ ხეხრს მიმართონ, თუმცა, მათი ყველა მცდელობა უშედეგოა...
დილის შოუს არარომანტიკული პროდიუსერი ქალი უნებლიედ ჩაერთვება კორესპონდენტი მამაკაცის (რომელიც თავისი სქესის უპირატესობაშია დარწმუნებული), აღმაშფოთებელ ექსპერიმენტებში, რათა დაამტკიცოს თავისი თეორია მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის შესახებ. ეს გართობა კი მოულოდნელი შედეგით დამთავრდება...
ისტორია მამაკაცის შესახებ, რომელიც კომიდან გამოსვლის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მისი პიროვნება სხვამ მიითვისა. საკუთარ ცოლსაც კი არ სჯერა მისი. ის ცდილობს, უცნობი ტაქსის მძღოლი ქალის დახმარებით, დაამტკიცოს საკუთარი ვინაობა...
ამავე სახელწოდების პოპულარული ვიდეო თამაშის მიხედვით გადაღებული ფილმი, სადაც ნაჩვენებია უძველესი შეჯიბრება სხვადასხვა სამყაროებიდან ჩამოსულ საუკეთესო მებრძოლებს შორის. მიზანი 10 შეჯიბრის მოგებაა, რომ წაგებულად არ ჩაითვალო. ბოროტთა მხარეს უკვე 9 მოგებაა, ამიტომ ახლა ლორდ რეიდენის და მისი მებრძოლების მიზანია შეაჩეროს ბოროტი ძალების საბოლოო გამარჯვება...
ფილმი მოგვითხრობს პატარა გოგონაზე, რომელიც დაიკარგება, მაგრამ მას მალევე იპოვნიან. ოჯახი ბედნიერია, მაგრამ გოგონას და მის ქცევაში უცნაურობებს ამჩნევს...
ჯეი ქორწილზე დასასწრებად ბრიტანეთიდან პაკისტანში მიემგზავრება. მას თან ცეცხლსასროლი იარაღი აქვს და საპატარძლოს მოტაცების გეგმავს. ყველაფერი კი იმით მთავრდება, რომ ჯეი და მისი მძევალი საზღვარს გადაკვეთენ და ნიუ დელის მიყრუებულ ქუჩებსა და შავ ბაზრებში მოხვდებიან...
ჯინ გრეი იძენს გასაოცარ ძალებს, რაც მას ბნელ ფენიქსად აქცევს. ახლა იქს-ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, გუნდის წევრის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია თუ მსოფლიო მოსახლეობის...
ადგილობრივი დანაშაულებრივი სინდიკატის ყოფილი აღმასრულებელი ფიცს დებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის თავის მისი ბანდის უფროსს, რომლის გამოც 22 წლით დაუმსახურებლად იჯდა ციხეში. ერთადერთი რაც მის ძალადობრივ გეგმებს ჩაშლის ახლად ჩამოყალიბებული ურთიერთობაა თავის საყვარელ შვილთან...
სიუ ენი მარტოხელა კარჩაკეტილი ადამიანია, რომელიც ოჰაიოში, ერთ წყნარ ქალაქში ცხოვრობს. ერთხელაც, მეგი, ქალაქში ახლადგამოჩენილი თინეიჯერი, თხოვს მას და მის მეგობრებს ალკოჰოლური სასმელი უყიდოს. სიუ ენს შანსი ეძლევა ერთი-ორი მეგობარი, თუნდაც ბევრად უმცროსი, მანაც შეიძინოს...
როდესაც მშვენიერ ჩინელ პრინცესას გაიტაცებენ, იმპერატორი ველურ დასავლეთში გააგზავნის სამ ყველაზე ერთგულ და გამოცდილ მებრძოლს. ჩონ ვანგი, რა თქმა უნდა არ აღმოჩნდება მათ რიცხვში. მაგრამ საიდუმლო გზით ის მოახერხებს სამხედრო დელეგაციაში მოხვედრას - ამერიკის და დაუჯერებელი თავგადასავლების შუაგულში აღმოჩნდება...
იდუმალებით მოცული ახალი უარყოფითი გმირი, ჰაში, ბოროტმოქმედთა მთელ არმიას გამოიყენებს როგორც ბრუს უეინის პირადი ცხოვრების, ასევე ბეტმენის ბოროტებასთან ბრძოლის მთელი მოღვაწეობის გასანადგურებლად. ამ ყველაფერს სელინა კაილთან - ქალკატასთან ურთიერთობა კიდე უფრო ართულებს...
ეს არის ფსიქოლოგიური თრილერი ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილის შესახებ, რომლებიც ყიდულობენ სახლს უმშვენიერეს ნაპას ველზე. ისინი მალე აღმოაჩენენ, რომ ძველ პატრონს სრულებით არ აქვს განზრახული სახლის იოლად დათმობა...
ფილმი მოგვითხრობს ამბავს, რომელშიც ენ ჰეთევეი და რებელ ვილსონი ერთად შეეცდებიან შური იძიონ მამაკაცზე, რომელმაც ორივე გააწბილა. ორი ქალბატონის შეკრული გუნდი, რომელშიც ერთი დაბალ კლასს, ხოლო მეორე მაღალ კლასს წარმოადგენენ, გვთავაზობს სახალისო და ცხოვებისეულ თავგადასავალს...