კურტ სლოუნის ისტორიის გაგრძელება, რომელიც მისი ძმის გამო შურისძიებას გეგმავდა. ერთი წლის შემდეგ კურტი ტაილანდში ბრუნდება, სადაც არჩევანის წინაშე დგება - დალპეს სასტიკ ციხეში თუ გავიდეს რინგზე გიგანტის წინააღმდეგ სასიკვდილო ბრძოლაში და აჩვენოს სანახაობა...
პარიზის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ რესტორანში ახალგაზრდა, შეუპოვარი ვირთხა სახელად რემი, ოცნებობს გახდეს ცნობილი ფრანგი მზარეული. მისი ოჯახის სურვილებსა და რემის მოწოდებას შორის შეუსაბამობაა. რემი და მისი მეგობარი ლინგუინი ისე გაამხიარულებენ სინათლის ქალაქს, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგება...
ჰეიზელი დაავადებულია სიმსივნით. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობამ აქტივაცია დროებით შეაჩერა, მაინც მოწყენილია. ის მხარდამჭერთა ჯგუფში დადის, სადაც ავგუსტ უოტერს გაიცნობს და მომენტალურად შეუყვარდება. მალე ისინი სამოგზაუროდ წავლენ, ეს მოვლენა კი - მათ ბევრ რამეს დაანახებს...
ისინი ყველაზე მაგარი პოლიციელები არიან ქალაქში. ყოველ შემთხვევაში მათ ასე ჰგონიათ. დეივ სტარსკს ყველაზე მაგარი მანქანა ჰყავს , კენ ჰატჩი კი - ყველაზე კარგი სპეციალისტია გოგონების საკითხში. მიუხედავად ყველაფრისა , მათ სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ და ისინი იძულებულნი არიან რამე ხმაურიანი საქმე გახსნან . მეგობრებს ამისათვის კარგი შანსი ეძლევათ.
გრეგ ფაკერი მზადაა თავის შეყვარებულზე - პემზე დაქორწინდეს, მაგრამ მანამდე პემის მამის დაზვერვის ყოფილი აგენტის - ჯეკ ბერნსის კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოს. კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად ბერნსების ოჯახში გრეგის სტუმრობა კომიკური თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდება და ყველაფერ ამას ჯეკი ფხიზლად ადევნებს თვალს...
78 წლის მოხუცი კარლი, რომელიც მთელი ცხოვრება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, 8 წლის რასელთან ერთად თავგადასავლებით სავსე, საოცარ მოგზაურობაში გაემგზავრება...
ჯეიმს სალივანი და მაიკ ვაზოვსკი მონსტრები არიან. ისინი ფულს ბავშვების შეშინებით შოულობენ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში მათ უფრო ეშინიათ ბავშვების. ერთხელაც, შემთხვევით, ბავშვი მათ სამყაროში შემოაღწევს...
11 წლის რაილის ქცევას განსაზღვრავს ხუთი ემოცია: სიხარული, მწუხარება, შიში, რისხვა და ზიზღი. ეს ემოციები ეხმარებიან გოგონას ყოველდიური პრობლემების მოგვარებაში. ერთხელაც, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და სწორედ აქ ჩნდება სხვა პრობლემები, ვინაიდან გოგონას თითოეულმა ემოციამ ცალ-ცალკე გადაწყვიტა, მისი დახმარება...
როდესაც მთავარი გმირის და, კომპანიის გენერალური დირექტორი, ძმას მისი ფილიალის დახურვით ემუქრება, იგი გადაწყვეტს გენიალური წვეულების მოწყობას, რათა სარფიანი კონტრაქტი გააფორმოს. მაგრამ წვეულება კონტროლიდან გამოდის...
გარი და ბრუქი იძულებულნი არიან მათ შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად, კვლავ ერთჭერკვეშ იცხოვრონ. თითოეული მათგანი ყველანაირი ხერხით ცდილობს ბინას საბოლოოდ დაეპატრონოს...
ორბიტის სადგურზე მორიგი გუნდი ჩადის, რათა წინა მორიგე გუნდი შეცვალოს და დედამიწის შესწავლა განაგრძოს. ამ გუნდმა ამოხსნა ეგრედ წოდებული ღვთის ნაწილაკის თეორია, რომელიც კაცობრიობას გაუადვილებს ამოცანის ამოხსნას, რატომ გაჩნდა სიცოცხლე მაინცდამაინც დედამიწაზე. ასტრონავტების მიერ შექმნილი სადგური , რომელიც ნაწილაკებს აჩქარების საშუალებას აძლევდა, რთული აგებულება ჰქონდა და აჩვენებდა როგორ ვითარდებოდა ყველაფერი. ამ რთულ მექანიზმში დაშვებული მცირე შეცდომაც კი გლობალურ კატასტროფამდე მიიყვანს დედამიწას...
ფილმი ჯორჯ VI-ზე, ელისაბედ II-ის მამაზე მოგვითხრობს. მას შემდეგ რაც მისმა ძმამ უარი განაცხადა ტახტზე, მეფე ჯორჯი VI ხდება. მას ერთი პრობლემა აქვს: ენა ეჩლიფება და ამიტომ იგი მიდის სამკურნალოდ ლოგოპედთან. ბევრი მეცადინეობის შემდეგ მეფეს ჩვეულებრივი ხმა აქვს და ახლა მას ინგლისელები ბრძოლის ველზე მიჰყავს...
ამ ემოციური სცენებით სავსე დრამაში ასახულია მარტოხელა უბედური ადამიანების ცხოვრება კალიფორნიაში. მთავარი პერსონაჟი სიყვარულის ძიებაში მის წარსულ ტრამვას გადააწყდება...
გატაცებული მატარებელი, რომელშიც სიცოცხლისთვის საშიში, ტოქსიკური ქიმიკატებია, პენსილვანიაში სკრენტონისკენ მიემართება და მხოლოდ ორ კაცს შეუძლია ამის შეჩერება: ვეტერან ინჟინერს და ახალგაზრდა კონდუქტორს. ათასობით სიცოცხლეა იმაზე დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა, გმირები ამ მოსობრივი უბედურების თავიდან აცილებას...
ნინძაგო სითი დასახმარებლად ახალგაზრდა ლოიდსა და მის მეგობრებს მოიწვევს. წინამძღოლი კუნგ ფუს ოსტატი ბუს დამხარებით მათ უნდა შეაჩერონ ყველაზე ბოროტი დიქტატორი ჰარმანოდი, რომელიც ლოიდის მამა აღმოჩნდება...
ფილმი წარმოადგენს სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციას. პატარა ქალაქს ბურუსი მოიცავს, რომლიდანაც საშინელი არსებები გამოდიან და ქალაქის მცხოვრებლებს ანადგურებენ...
მოკრივე ბილი ჰოუპს შესანიშნავი ცხოვრება ჰქონდა: ჩემპიონის წოდება, ლამაზი ცოლი და საყვარელი ქალიშვილი, მაგრამ იღბალმა ზურგი აქცია. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ცოლი დაიღუპა, რინგზე დისკვალიფიკაცია მიიღო, დაეკისრა ვალები და სასამართლომ ჩამოართვა მამობის უფლება. ახლა ჰოუპმა უნდა დაიბრუნოს ჩემპიონის სტატუსი და ქალიშვილი. ყველაფერს მისი ცნობილი მარცხენა ჰუკი გადაწყვეტს...
მდიდარი ოჯახიდან იტაცებენ შესანიშნავ ჩვილს, რომელსაც ძალიან უყვარს წიგნი ნახატებით პაწაწინა ბავშვზე სახელად ბუ. ბოროტმოქმედები უზარმაზარ გამოსასყიდს ითხოვენ, მაგრამ პაწაწინას დაკარგავენ უიღბლო გამტაცებლები...
ორი ილუზიონისტის იდუმალი ისტორია, რომელთაც დაძაბული მეტოქეობა ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ. პირველობისთვის ხანგრძლივი ბრძოლა კი მანიით, ტყუილით და ეჭვიანობით გაჯერებული, სახიფათო და სასიკვდილო შედეგებს იწვევს...
ფილმი მოგვითხრობს ერთი გენიალური დრამერის ისტორიას, რომელსაც სიცოცხლე მისმა მასწავლებელმა გაუმწარა. თუ რა შედეგი მისცა ამ მწარე სიცოცხლემ და სისხლის ფასად მიღებულ უნარჩვევებმა იხილეთ ფილმში...
ანიმაციური ფილმი ოგვითხრობს საყვარელი და მეგობრული ტროლების შესახებ, რომლებსაც თამაში უყვართ. ერთ დღეს მისტიური გიგანტი გამოჩნდება და მათ წვეულებას დასასრული ემუქრება...
საინვესტიციო ბანკირ ჯეკ კემპბელს სულ სხვა ცხოვრება ექნებოდა კოლეჯის შეყვარებულთან ოჯახი რომ შეექმნა. ფერარის ნაცვლად მინივენით ივლიდა და ორ ხმაურიან ბავშთან ერთად ქალაქგარეთ იცხოვრებდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად იგი ცდილობს დააფასოს მისი ცხოვრების ამ ვერსიის ყოველი წამი.
სტიგ ლარსონის ინგლისურად ადაპტირებული შვედური რომანი, მოგვითხრობს დათხოვნილი ჟურნალისტის მაიკლ ბლომკვისტის შესახებ, რომელიც პატრიარქის ძმისწულის გაუჩინარების საქმეს იძიებს. მას პირსინგიანი და სვირინგებიანი პანკი კომპუტერების ჰაკერი - ლიზბეტ სალანდერი ეხმარება. გამოძიების პროცესში ბლომკვისტი და სალანდერი წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციას ახდიან ფარდას...
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, უდანაშაულო მამაკაცს უსამართლოდ მიუსჯიან ციხეში 7 წლიან პატიმრობას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, განგსტერად ქცეული მთავარი გმირი, იძულებულია უხელმძღანელოს სამხრეთ კალიფორნიულ სასტიკ ბანდას...
გერმანელი ჯარიკაცი ცდილობს გაიგოს, ჰყავს თუ არა ჰოლანდიას ჯაშუში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. მაგრამ გამოძიების დროს მას ახალგაზდა გერმანელი ებრაელი ლამაზმანი უყვარდება...
ლოს-ანჯელესში, 50-იანი წლების კორუმპირებულ და სასტიკ პოლიციაში, სამი დეტექტივი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს იმის გასარკვევად, თუ რა იმალება სადღეღამისო სასადილოში ჩადენილი მკვლელობების უკან...
შუახნის ასაკობრივ კრიზისში მყოფი ლესტერ ბერნჰემი რიგითი მოქალაქე და მამაა, რომელიც გადაწყვეტს მისი მოუწესრიგებელი ცხოვრება, საკუთარი ქალიშვილის მეგობართან ფლირტის გაბმით გამოაცოცხლოს...
5 ჩვეულებრივი უფროსკლასელი გაიგებს, რომ მათი ქალაქი და მთელი დედამიწა უცხოპლანეტელების მიერ განადგურების საშიშროების ქვეშაა. მალე ისინი გააცნობიერებენ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ პლანეტის გადარჩენა...
ფილმში მოვლენები ვითარდება 1880 წელს. ლაიმჰაუზში მკვლელობები ხდება. ყველას ჰგონია რომ მკვლელობების მიზეზი გოლემია, მითოლოგიური არსება, რომელიც მაგიის დახმარებით გაცოცხლდა...
ჩვეულებრივი თინეიჯერი ბიჭი ადამი მამამისის საძებნელად მიდის. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც გაიგებს, რომ მამამისი ლეგენდარული ტყის მცველი ბიგფუტია...
ფილმი მოგვითხრობს თინეიჯერებზე - ზაკზე და ჯოშიზე, რომლებიც მთელი ცხოვრება მეგობრები არიან. ისინი კვლავ განაგრძნობდნენ მეგობრობას, რომ არა ერთი უბედური შემთხვევა, რომლის დამალვაც გადაწყვიტეს...
ახალგაზრდა კატის მომხიბვლელი , მაგრამ უცნაური რობერ დასტი უყვარდება. რაც დრო გადის ის ხვდება, რომ მათი ქორწინება უცნაური, ბნელი და შემაშფოთებელი ხდება.
სოფია, ოლიგარქი არისტიდ ლეონიდისის შვილიშვილი, დაიქირავებს დეტექტივს, რათა ბაბუამისის მკვლელობა გამოიძიოს. სოფია დარწმუნებულია, რომ ბაბუა რომელიღაც ოჯახის წევრმა მოწამლა. გამოძიების დაწყების შემდეგ დეტექტივისათვის ნათელი ხდება, რომ მოტივი ყველას ჰქონდა, თვით სოფიასაც კი...
1964 წელს დაწერილი იგივე სახელწოდების რომანის ადაპტაცია. ფილმი ჯორჯ ფელკონერის ცხოვრებიდან ერთ დღეს აღწერს. იგი კოლეჯის პროფესორია, რომელსაც ცოტა ხნის წინ საყვარელი მოუკვდა, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. ამ ტრამვამ ჯორჯი სასოწარკვეთილბაში ჩააგდო და ახლა მისი ახლო მეგობარი ჩარლისგან ნუგეშს ელის, ის კი თავად იტანჯება ცხოვრების აზრის პოვნის პროცესში...
18 წლის ასაკში ტახტზე ასვლის შემდეგ ვიქტორია გახდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი, მოგვიანებით კი ინდოეთის იმპერატორიც. აბდული არსაიდან გამოჩნდა და საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანად იქცა. მისი შურდათ, მის წინააღდეგ იყო ინგტიგებიც, მისი და დედოფლის ურთიერთობაზე კი არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მთელს მსოფლიოში საუბრობდნენ...
ჯონ უიკი - ყოფილი დაქირავებული მკვლელი - ცხოვრობს ზომიერი ცხოვრებით, როდესაც ბოროტმოქმედი იპარავს მის საყვარელ1969 წლის MUSTANG-ს და გზად კლავს ძაღლს დეიზის, რომელიც მისი გარდაცვლილი მეუღლის ერთადერთი ცოცხალი შეხსენება იყო. ჯონს შურისძიების წყურვილი იპყრობს...
დევიდ ლინჩის ძალიან პირადი მონოლოგი: იდეალურ ბავშვობაზე, მშფოთვარე სტუდენტობასა და საკუთარი თავის ძიებაზე ხელოვნებაში. იგი აღწერს სურათებს , რომლებიც ისე იშლება, როგორც კადრები მის ფილმებში. გიჟური ჩრდილები და საოცრად ადამიანური გამოსახულებები ჩნდებიან და იკარგებიან, აღიბეჭდებიან მხატვრის, მუსიკოსისა და ყველაზე იდუმალი რეჟისორის წარმოსახვაში...
ყველასთვის საყვარელი ანიმაციის მეორე ნაწილი - გრუ და გოგონები, ექიმი ნეფარიო და ძალიან ბევრი საყვარელი მინიონი, აგრეთვე ახალი პერსონაჟები და თავგადასავალი გელოდებათ წინ...
შეხედულებით საზიზღარი, მაგრამ შინაგანად კეთილი გრიუ ცდილობს მსოფლიოში ნომერ პირველი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდროს. ამისათვის ის გადაწყვიტავს მთვარე მოიპაროს, თავისი შექმნილი მინიონების არმიის დახმარებით. საქმეს კონკურენტები ართულებენ, ყველაფერთან ერთად მას ხელს უშლის ოჯახური მდგომარეობაც - გრიუ იძულებულია სამ ობოლზე იზრუნოს...
სემ ვიტვიკი ნორმალური ცხოვრებისათვის ავტობოტებს ტოვებს. მაგრამ, რადგანაც მისი გონება სავსეა უცნაური სიმბოლოებით, დესეპტიკონები მიზანში ამოიღებენ მას და კვლავ ტრანსფორმერების ომში ჩაითრევენ...
თინეიჯერი სემ ვიტვიკი ძველისძველ ბრძოლაში აღმოჩნდება ჩართული, რომელიც ტრანსფორმირებადი რობოტების არაამქვეყნიურ ფრაქციებს - გმირ აუტობოტებსა და ბოროტ დესეპტიკონებს შორს მიმდინარეობს. სემი წარმოუდგენელი ძალაუფლების გასაღებს ფლობს, ამიტომ დესეპტიკონები, მის მოსაპოვებლად უკან არაფერზე დაიხევენ...
კორპორაცია "მირანდომ" შექმნა უჩვეულო ჯიშის გოჭები, რომლებიც მთელს მსოფლიოს ფერმერებს დაურიგა. ათი წლის მანძილზე უდიდესი ზომის ღორი გოგონა მიჯას საუკეთესო მეგობარი იყო. მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელდა. კორპორაციამ მისი საკუთრება უკან წაიყვანა. რა თქმა უნდა მამაცი გოგონა არ ნებდება და მეგობრის გადასარჩენად მიდის, მაგრამ სამყარო ბევრად უფრო სასტიკი აღმოჩნდება, ვიდრე მას ეგონა...
შორეული პლანეტის შესწავლისას, რომელიც გალაქტიკის მეორე მხარეს მდებარეობს, ხომალდის ეკიპაჟი მიხვდება რომ ის ადგილი, რომელიც მათ სამოთხე ეგონათ ბნელი და სახიფათო სამყაროა. მისი ერთადერთი მაცხოვრებელი დევიდია, რომელიც საექსპედიციო მისიის "პრომეთეს" შემდეგ გადარჩა ცოცხალი...